Thursday, September 26, 2019

საწრეო მუშაობა 2019-2020


წრის დასახელება: „სიბრძნის სალარო“.
სკოლა: სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევის საჯარო სკოლა.
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
მასწავლებელი: შორენა თადუმაძე.
კლასი: VII, VIII.
სასწავლო წელი: 2019-2020 სასწავლო წელი ( I სემესტრი, კვირაში 1 საათი).
საწრეო მუშაობის მიზანი: წრის მუშაობის მიზანია მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება ხატოვანი თქმების მიმართ. მსოფლიო კლასიკოსებისა და ისტორიული პიროვნებების მიერ გამოთქმული რჩეული აზრების საფუძვლიანი გაცნობა-გაანალიზება. მიღებული ცოდნა დაეხმარება მოსწავლეებს ლოგიკური აზროვნების უნარის განვითარებაში, ჩამოუყალიბებს ზოგადსაკაცობრიო და ეროვნული ღირებულებებზე საკუთარ დამოკიდებულებას.

მოკლე აღწერა: წრის მუშაობისას მოსწავლეები გაეცნობიან სხვადასხვა ეპოქის გამოჩენილ ადამიანთა ბრძნულ გამონათქვამებს, ჩაერთვებიან სხვადასხვა აქტივობებში :კითხვა, ანალიზი, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა.
საჭირო რესურსები: ა. გელოვანის ,,სიბრძნის სიმფონია“, გამომცემლობა „ხელოვნება“. სხვადასხვა ეპოქის გამოჩენილ ადამიანთა ბრძნული გამონათქვამები.








N
საწრეო მუშაობის პროგრამა
მოკლე აღწერა
შეხვედრის თარიღი
1

საწრეო მუშაობის მიზნის გაცნობა, პროგრამის გაცნობა.



მოსწავლეებს გავაცნობ საწრეო მუშაობის მიზანს, შინაარსს.


27.09
2
ანტიკური ხანა
გაეცნობიან მოსწავლეები ანტიკური ხანის რამდენიმე წარმომადგენელის მოკლე ბიოგრაფიებს.

4.10
3
შუა საუკუნეები
მოსწავლეები გაიხსენებენ წინა შეხვედრაზე მიღებულ ინფორმაციას, გაეცნობიან ამ მოღვაწეთა ბრძნულ გამონათქვამებს და გაანალიზებენ თითოეულ გამონათქვამს.

11.10
4
შუა საუკუნეები
გაეცნობიან შუა საუკუნეების ევროპელი კლასიკოსების, კერძოდ: ავგუსტინეს, მარტინ ლუთერის, გრიფიუსის, ემანუელ კანტის მოკლე ბიოგრაფიულ ცნობებსა და გამონათქვამებს და გაანალიზებენ თითოეულ გამონათქვამს.

18.10
5
შუა საუკუნეები
გაეცნობიან შილერის, ბიურგელის, იოჰან ფიხტესა და ჰეგელის რამდენიმე გამონათქვამს. ფერად სტიკერებზე ჩამოწერენ მათთვის კონკრეტულ შეხვედრებზე რომელი იყო ყველაზე საინტერესო და მიაკრავენ ფორმატზე.

25.10
6
შუა საუკუნეები
გაეცნობიან ჰეგელის, ბეთჰოვენის, მიულერის, შოპენჰაუენის ბიოგრაფიებს და ბრძნულ გამონათქვამებს. შემდეგ ვთხოვ მოსწავლეებს თემატურად წარმოადგინონ ინფორმაცია.

1.11
7
შუა საუკუნეები
გაეცნობიან მოცარტის, დანტეს და სტეფან ცვაიგის ბიოგრაფიებს და ბრძნულ გამონათქვამებს და გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს.

8.11
8
შუა საუკუნეები
შეხვედრას დავიწყებთ გონებრივი იერიშით. ვთხოვ მოსწავლეებს გაიხსენონ რა იციან პითაგორას, ჰომეროსის, ჰერაკლიტეს, ევრიპიდეს შესახებ. შემდეგ მივაწვდი დამატებით ინფორმაციას მათ შესახებ და მოსწავლები შეავსებენ ცხრილს.

15.11
9
შუა საუკუნეები
 შეხვედრას დავიწყებთ ცხრილზე მუშაობით, მოსწავლეები ჩემი დახმარებით შეავსებენ წინა შეხვედრაზე შევსებული ცხრილის მესამე სვეტს, მიიღებენ ინფორმაციას მათთვის საინტერესო თემებზე.

22.11
10
შემაჯამებელი შეხვედრა
შევაჯამებთ სემესტრის განმავლობაში გაწეულ მუშაობას. მოსწავლეები ჯგუფებში იმუშავებენ და გაიხსენებენ იმ გამონათქვამებს, რომლებსაც გაეცნენ შეხვედრებზე. შემდეგ მოეწყობა პრეზენტაცია, შეხვედრის დასასრულს წავიკითხავთ იმ ბრძნულ გამონათქვამებს, რომლებსაც სტიკერების საშუალებით ვათავსებთ ფორმატებზე.


28.11

No comments:

Post a Comment