Thursday, September 26, 2019

შეხვედრის მოკლე აღწერა - ,,გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის"



N

საწრეო მუშაობის პროგრამა
მოკლე აღწერა
შეხვედრის თარიღი
1

საწრეო მუშაობის მიზნის გაცნობა, პროგრამის გაცნობა.
მოსწავლეებს გავაცანი საწრეო მუშაობის მიზანი, შინაარსი და განრიგი.

25.09
2

ხატოვანი სიტყვა-თქმანი
მოსწავლეებს გავაცანი რამდენიმე ხატოვანი გამონათქვამი, ვესაუბრე თითოეული გამონათქვამის ისტორიის  შექმნის შესახებ. მოსწავლეებმა გამოთქვეს საკუთარი  აზრი. შეადგინეს წინადადებები თითოეული გამონათქვამის შესახებ.
2.10
3

ხატოვანი სიტყვა-თქმანი
მოსწავლეებმა გაიხსენეს უკვე შესწავლილი ხატოვანი გამონათქვამები. გაეცნენ რამდენიმე ხატოვან გამონათქვამს და ჩაწვდნენ მათ დედააზრს.
9.10
4
 შ. რუსთაველის აფორიზმები
მოსწავლეები გაეცნენ შოთა რუსთაველის აფორიზმებს, გააკეთეს მათი პერიფრაზირება და გამოთქვეს საკუთარი ვარაუდები მათი შინაარსიდან გგამომდინარე.

16.10
5
ანდაზები
მოსწავლეები გაეცნენ რამდენიმე ანდაზას, გაანალიზეს თითოეული მათგანი. გამოთქვეს ვარაუდები თუ რომელ ანდაზას რომელ სიტუაციაში გამოიყენებდნენ.
23.10
6
ანდაზები
მოსწავლეებს მივაწოდე რამდენიმე ანდაზა და მათ ანდაზების მიხედვით შექმნეს პატარა მოთხრობა.

30.10
7

სინონიმები
მოსწავლეები გაეცნენ სინონიმების ლექსიკონს და ისაუბრენ რამდენიმე  სინონიმის მნიშვნელობაზე, წარმომავლობაზე. შეადგინენ მცირე მოცულობის ტექსტები სინონიმების გამოყენებით.

6.11
8

ანტონიმები
მოსწავლეები გაეცნენ ანტონიმების ლექსიკონს და შემდეგ წინადადებებში ჩასვეს შესაბიმისი ანტონიმები. 

13.11
9

ომონიმები
მოსწავლეები გაეცნენ ომონიმების ლექსიკონს და ისაუბრენ მათ მნიშვნელობაზე, შეადგინენ წინადადებები ომონიმების გამოყენებით.
20.11
10

შემაჯამებელი შეხვედრა
შევაჯამეთ სემესტრის განმავლობაში მიღებული ინფორმაციები და მოსწავლეებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები.
27.11










No comments:

Post a Comment