Monday, September 30, 2019

შეხვედრა საწრეო მუშაობა - ,,სიბრძნის სალარო"

   N
საწრეო მუშაობის  პროგრამა
მოკლე  აღწერა
შეხვედრის თარიღი
  1.
საწრეო მუშაობის მიზნის გაცნობა,პროგრამის გაცნობა.
მოსწავლეებს  გავაცანი საწრეო მუშაობის მიზანი,პროგრამა და შეხვედრის გტაფიკი. ვისაუბროთ სამომავლო გეგმებზე.
27.09.19
  2.
ანტიკური ხანა
მოსწავლეები გაეცნენ ანტიკური ხანის რამდენიმე წარმომადგენელთა მოკლე ბიოგრაფიას. 04.10.19
  3.
შუა საუკუნეები
მოსწავლეებმა გაიხსენეს წინა შეხვედრაზე მიღებული ინფორმაცია, გაეცნენ შუა საუკუნეების რამდენიმე მოღვაწის ბრძნულ გამონათქვამებს, იმსჯელეს და გაანალიზეს თითოეული გამონათქვამი, მოიფიქრეს სიტუაცია ამ გამონათქვამების შესახებ და დაწერეს პატარა ამბავი.11.10.19
  4.
შუა საუკუნეები
მოსწავლეები გაეცნენ ევროპელი კლასიკოსების მოკლე ბიოგრაფიულ ცნობებს. წაიკითხეს რამდენიმე ბრძნული გამონათქვამი და გაანალიზენ თითოეული მათგანი.18.10.19
  5.
შუა საუკუნეები
მოსწაავლეები გაეცნენ შილერის, ბიურგელის, იოჰან ფიხტესა და ჰეგელის რამდენიმე გამონათქვამს. ფერად სტიკერებზე ჩამოწერეს მათთვის ყველაზე საინტერესო გამონათქვამები და მიაკრეს ფორმატზე.25.10.19
  6.
შუა საუკუნეები
მოსწავლეები გაეცნენ ჰეგელის, ბეთჰოვენის, მიულერის, შოპენჰაუენის ბიოგრაფიებს და ბრძნულ გამონათქვამებს. შემდეგ მათ თემატურად წარმოადგინეს ეს ინფორმაცია.1.11.2019
  7.
შუა საუკუნეები
მოსწავლეები გაეცნენ მოცარტის, დანტეს და სტეფან ცვაიგის ბიოგრაფიებს და ბრძნულ გამონათქვამებს, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და გააკეთეს პერიფრაზირება.8.11.2019
  8.
შუა საუკუნეები
შეხვედრა დავიწყეთ გონებრივი იერიშით. მოსწავლეებს ვთხოვე გაეხსენებინათ რა იცოდნენ პითაგორას, ჰომეროსის, ჰერაკლიტეს, ევრიპიდეს შესახებ. შემდეგ მივაწოდე დამატებითი ინფორმაცია მათ შესახებ და მოსწავლეებმა შეავსენ ცხრილი.15.11.2019
  9.
შუა საუკუნეები
შეხვედრა დავიწყეთ ცხრილზე მუშაობით, მოსწავლეებმა ჩემი დახმარებით შეავსეს წინა შეხვედრაზე შევსებული ცხრილის მესამე სვეტი, მიიღეს ინფორმაცია მათთვის საინტერესო თემებზე.22.11.2019
 10.
შემაჯამებელი შეხვედრა
შევაჯამეთ სემესტრის განმავლობაში გაწეული მუშაობა. მოსწავლეებმა  იმუშავეს ჯგუფებში და გაიხსენეს ის გამონათქვამები, რომლებსაც ისინი გაეცნენ შეხვედრებზე. შემდეგ მოვაწყვეთ პრეზენტაცია. შეხვედრის დასასრულს წავიკითხეთ ბრძნული გამონათქვამები, რომლებიც სტიკერების საშუალებით მოვათავსეთ ფორმატებზე.28.11.2019

No comments:

Post a Comment